UNIKO - ჩვენს შესახებ
ჩვენს შესახებ
cუნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO წარმოადგენს მრავალპროფილურ საგანმანათლებლო ცენტრს, რომელსაც 27-წლიანი გამოცდილება აქვს არაფორმალური განათლების სფეროში.
აკადემია ორიენტირებულია თანამედროვე, პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებაზე და სტუდენტებს სთავაზობს 40-ზე მეტ მოთხოვნად პროფესიულ კურსს.
სასწავლო მიმართულებები
აკადემიაში ხელმისაწვდომია სხვადასხვა მიმართულების პროფესიული კურსები, რომლებიც მორგებულია როგორც დამწყებებზე, ასევე გამოცდილ მსმენელებზე.
ძირითადი მიმართულებები:
- ბუღალტერია
- ფარმაცია
- კომპიუტერული პროგრამირება
- IT ინჟინერია
- კიბერუსაფრთხოება
- საბანკო საქმე
- ვებ-პროგრამირება
- ვიზაჟი და სილამაზის ინდუსტრია
- ხელოვნება და დიზაინი
- მოდელირება და ჭრა-კერვა
- ბიზნეს-ინგლისური
- ჯანდაცვის მენეჯმენტი
- პირველადი გადაუდებელი დახმარება
- ტურიზმის მენეჯმენტი
უცხო ენების კურსები
აკადემია UNIKO გთავაზობთ უცხო ენების პროფესიულ კურსებს, მათ შორის:
- ინგლისური ენა
- გერმანული ენა
- ესპანური ენა
- ჩინური ენა
- ფრანგული ენა
- იტალიური ენა
- რუსული ენა
- ქართული ენა უცხოელებისთვის
სწავლების მეთოდოლოგია
აკადემიის სწავლების სისტემა ეფუძნება პრაქტიკაზე ორიენტირებულ მიდგომას, რაც გულისხმობს თეორიული ცოდნის პარალელურად რეალურ სამუშაო პროცესთან მაქსიმალურად მიახლოებულ პრაქტიკულ გამოცდილებას.
ეს მეთოდი უზრუნველყოფს:
- პროფესიის სწრაფ და ეფექტურ ათვისებას
- პრაქტიკული უნარების განვითარებას
- დასაქმებისთვის საჭირო კომპეტენციების ჩამოყალიბებას
სერტიფიცირება
ყველა კურსდამთავრებული, შესაბამისი ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ, იღებს ორენოვან სერტიფიკატს, რომელიც ზრდის დასაქმების შესაძლებლობებს.